20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ირაკლი ალასანია მიწის რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრობს

ირაკლი ალასანია სოფელი დიღომის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებს, ძირითადად, მათი სამოსახლო მიწის ნაკვეთების თავიანთ სახელზე დარეგისტრირების პრობლემა აწუხებთ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით, პარლამენტმა უარი უნდა თქვას ახალი ინიციატივის მიღებაზე მიწის რეგისტრაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელი დიღმის მოსახლეობამ, შესაძლოა, მიწები დაკარგოს.

„დღის წესრიგში მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობა დგას. ის კანონი, რომელიც მთავრობას აქვს წარდგენილი პარლამენტში, აუცილებლად უნდა იყოს გამოთხოვილი იმიტომ, რომ მოსახლეობას კანონის მიღების შემდეგ აღარანაირი უფლება არ ექნებათ იმ მიწებზე, რომლითაც ისინი წლებია, სარგებლობენ,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

დღის ამბები