გიორგი კვირიკაშილი მთელი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში ახალი სასტუმროს გახსნას ესწრება.
“ეს კომპლექსი იხსნება ადგილას, ქალაქში, რომელიც არის საქართველოსთვის ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიმართულება. ჩვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა დაეთმოს ქალაქ ბორჯომში, იმისათვის, რომ ეს გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი. ტურიზმი საქართველოში არის და იქცევა ცენტრალურ მიმართულებად და ამისათვის ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორცილებთ და იგეგმება მომავალში მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანობაში საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების მუშაობას გაეცნო და ფერმერებს შეხვდა.
კვირიკაშვილის თქმით, პროგრამები გაგრძელდება და 1600-მდე მიკრომეწარმე მიიღებს გრანტს, 3000-მდე კი გადამზადდება.
პრემიერმა ხელისუფლების მხრიდან მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.