"არა გაზპრომს"-აქცია რუსული ენერგოკომპანიის წინააღმდეგ დაიწყო. ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გაგრძელდება პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები სწარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოსახლეობა არიან ჩართულები.
აქციის მონაწილეები გაზპრომთან მოლაპარაკებების შეწყვეტასა და ტრანზიტის ძველი პირობებით გაგრძელებას ითხოვენ.