20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს" - დავით ბაქრაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე საუბრობს

“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას,"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ გაზპრომის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის ფარგლებში გააკეთა. "არა გაზპრომს"-ამ მოწოდებით ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე მოეწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, გაზპრომთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ნათქვამი ყველა ტყუილი დადასტურდა სამი დღის წინ, როდესაც შედგა შეთანხმება სოკართან.

“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს გაზპრომის საქართველოში შემოსაყვანად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის მოწოდება და თურმე ამას მილსადენის სიმძლავრე არ ყოფნის. ანუ მთელი ეს ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ცდილობდა ხელისუფლება გაზპრომის შემოყვანას ქვეყანაში. ეს ყველა ტყუილი დადასტურდა სამი  დღის წინ, როდესაც ხელი მოეწერა  სოკართან შეთანხმებას და ეს იყო პირველი სერიოზული გამარჯვება ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს გამარჯვება უდნა მივიყვანოთ ბოლომდე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.   

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები