"არა გაზპრომს"-აქცია რუსული ენერგოკომპანიის წინააღმდეგ დაიწყო. ამ წუთებში მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდეა ცოცხალი ჯაჭვია შეკრული. აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოსახლეობა იმყოფებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობის მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, მთელი საზოგადოება შვიდი თვის შემდეგ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაირჩევს ივანიშვილის რეჟიმს.
“ჩვენ მთელი საზოგადოება ამ შვიდი თვის შემდეგ გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ საფრთხეებს წერტილს დავუსვამთ. მაგრამ რაც დარჩენილია მის გადარჩევამდე ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. ერთ გამარჯვებას მივაღწიეთ, შევამცირეთ რისკი რაც თან სდევდა ამ მოლაპარაკებებს გაზპრომთან როცა, ივანიშვილი გვატყუებდა თვეების განმავლობაში. ამ აქციის მთავარი გზავნილი არის, რომ უდნა იცოდნენ თუ კიდევ დააპირებენ ამის შემოპარებას, ამას უყურადღებოდ არავინ დატოვებს“ - განაცხადა ბოკერიამ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი