20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად "გაზპრომი" საქართველოს არ სჭირდება," - მიხეილ მაჭავარიანი

"ხელისუფლებას უნდოდა უკანა კარიდან გაზპრომის შემოყვანა" -ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა  გაზპრომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.   

“გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, რომ უნდოდათ უკანა კარიდან გაზპრომის შემოყვანა, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება იმიტომ, რომ არც ეკონომიკურად არც პოლიტიკურად გაზპრომი საქართველოს არ სჭირდება, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ქუჩაში გამოდის უამრავი ადამიანი, რომელიც ამას აპროტესტებს“ - განაცხადა მაჭავარიანმა.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, გაზპრომის საქართველოში შემოყვანა არის სრულიად დაუშვებელი.

გაზპრომი არის რუსეთი, გაზპრომი არის პუტინი, გაზპრომი არის მტერი, ყველა ჩვენგანის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მომავლის მტერი, შესაბამისად გაზპრომის საქართველოში შემოყვანა არის სრულიად დაუშვებელი,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები