20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად ხელისუფლებამ ეს პროცესი დაასრულა,"-ელენე ხოშტარია

გაზპრომის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ეს პროცესი დაასრულა.

“ძალიან კარგია, რომ არაერთი პროტესტის შედეგად და საზოგადოების მხრიდან ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე ეს პროცესი დაასრულა ისე, რომ ჩვენ ჯერ არ დავზარალდით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წნეხი იყოს მუდმივად“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საზოგადოებამ საკუთარი ძალა აჩვენა.

“გამარჯვებას ერთი ხელმოწერა აკლია და ჩვენ ამ ხელმოწერასაც აუცილებლად მივიღებთ და ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ, თუმცა ამ აქციას საზეიმო ელფერი უკვე აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ რა ზალა აქვს საზოგადოების პროტესტს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რუსთავი 2-ის მაგალითზეც,“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.  

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები