ქალაქის ცენტრში გაზპრომის წინააღმდეგ გამართული აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათი თქმით, გაზპრომის შემოსვლით რუსეთი საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციებს გააკონტროლებს.
“ყველა ხვდება, რომ გაზპრომის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ რუსეთმა მართოს მთლიანად პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და საბოლოოდ დასავლურ ორბიტას ჩამოგვაშორონ. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ "არა გაზპრომს„ - განაცხადა მსახიობმა ია ფარულავამ.
მსახიობ გია როინიშვილის თქმით, უნდა დასრულდეს რუსეთის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული იარაღის, გაზპრომის არსებობა საქართველოში.
“დაშვებაც კი, იმის შემდეგ რაც რუსებმა გააკეთეს საქართველოში და რა უბედურებაც დაატრიალეს და როგორი ოკუპირებულია ახლა ჩვენი ქვეყანა. უნდა დასრულდეს რუსეთის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული იარაღის გაზპრომის არსებობა საქართველოში“ - აღნიშნა როინიშვილმა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი