20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა

დღეს ქუთაისში თავდაცვის მინისტრი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან მუფტ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად,  ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა. გახსნას დაესწრნენ სამხედრო მუსლიმი აღმსარებლობის წარმომადგენლები.

მუსლიმებისთვის  სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“ეს მხოლოდ მისასალმებელია, რომ ამ ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებებს, იმისათვის, რომ გაგვეხსნა ეს სამლოცველო. უკვე მარტის ბოლოს დიდი იმედი მაქვს, რომ 2 სხვა ბრიგადაშიც დავასრულებთ ამ პროცესს. ყველა სამხედრო მოსამსახურე ვინც ქართულ ჯარში მსახურობს არის თანასწორი და ყველას ექნება თანაბრად საკუთარი რელიგიით სარგებლობის საშუალება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

დღის ამბები