20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
თბილისში დღეს "გაზპრომს" უარი ცოცხალი ჯაჭვით უთხრეს

ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე – ამ ფორმით თბილისში დღეს გაზპრომს კიდევ ერთხელ უთხრეს უარი. ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმული იყვნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. შეკრებილები გაზპრომთან მოლაპარაკებების შეწყვეტას და ტრანზიტის ძველი პირობებით გაგრძელებას ითხოვენ.

რამდენიმეკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსულ ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებები გააპროტესტეს. გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია რუსეთის საელჩოდან დაიწყო. მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვში მთავრობის კანცელარიამდე ჩადგნენ.

აქციის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები