20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
თბილისში აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით აქცია გაიმართა

აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით შეიკრიბნენ დღეს მოქალაქეები პუშკინის სკვერში. შეკრების ინიციატორი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაა. მათი თქმით, აუცილებელია კამპანია მასობრივი გახდეს, რადგან პრობლემა საზოგადოების დიდი ნაწილს აწუხებს.

უკვე მზად არის შესაბამისი კანონპროექტიც, რომელიც აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და სისტემაში ფინანსური რესურსების გამჭვირვალეობის ამაღლებას ითვალისწინებს.

დღის ამბები