20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მოსახლეობის პროტესტი "გაზპრომის" წინააღმდეგ და რუსულ ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკების საფრთხეები

თბილისში, დღეს  რუსეთის ყოფილი საელჩოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე გაბმულმა ცოცხალმა ჯაჭვმა პროტესტი გამოუცხადა მთავრობის მცდელობას ქვეყანაში გაზპრომის შემოყვანასთნ დაკავშირებით. აზერბაიჯანთან დადებული ახალი ხელშეკრულებით საფრთხე გადავადებულია, მაგრამ აქციის ორგანიზატორები სხვაგვარად ფიქრობენ.  

პოსტსკრიპტუმი ასევე ამახვილებს ყურადღებას საკითხზე, რომელიც ახლა არ წარმოქმნილა და მეტწილად განაპირობებს იმ პრობლემებს, რომლებიც მათ შორის გაზპრომსაც უკავშირდება.

ენერგეტიკაში საეჭვო წარმომავლობის და შესაძლებლობების კომპანიები, რომ უხვად არიან, თავად მთავრობის გადაწყვეტილებებიც ადასტურებს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ათეულობით მემორანდუმი გააფორმა ჰესების აშენებაზე კონკრეტული ინვესტიციების გარეშე და თავადვე ბოლო კვირების განმავლობაში 4 მათგანს ცალმხრივად შეუწყვიტა შეთანხმება.

პოსტსკრიპტუმი გიამბობთ იმ რისკებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომელიც ამ ტიპის მოლაპარაკებებს თან ახლავს.  

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი 

დღის ამბები