20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
მოსამართლეების სკანდალი-გამოძიებას კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ აქვს

აქამდე მოსამართლეობის მსურველთა გამოცდების ობიექტურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. ყველას ახსოვს კადრები, როგორ იბეჭდებოდა საგამოცდო დოკუმენტაცია საზღვარგარეთ და ყველაფერი მკაცრად კონფიდენციალური იყო, თუმცა ახლა გამოცდები ელექტრონულად ტარდება და საგამოცდო საკითხებიც საქართველოში მზადდება. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ საგამოცდო დოკუმენტი გამოაქვეყნა.

მამუკა ახვლედიანის მტკიცებით, ფურცელზე მოსამართლეების გამოცდების დროს ერთ-ერთი გამოსაცდელის მიერ წერით გამოცდაზე კაზუსისთვის გაცემული პასუხია. თავად ამ გამოსაცდელის ვინაობა უცნობია, ფურცელზე მხოლოდ მისი ანონიმური საგამოცდო კოდი ჩანს.

ტესტირების საქმეზე ლევან მურუსიძის მტკიცებით, საბჭოს წევრებს საგამოცდო საკითხებთან გამოცდებამდე წვდომა არ ჰქონიათ. პროკურატურაში ამ საკითხზე გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

P.S-მა სცადა გარკვევა, ვის შეიძლებოდა საგამოცდო საკითვხების პასუხები გამოცდებამდე სცოდნოდა.  

ავტორი: ლაშა კვესელაძე

დღის ამბები