ამ წუთებში სანზონაში მდებარე რესტორან "ელიტ-დარბაზში" 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც რუსთავი 2-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, დაიწვა რესტორნის დარბაზის ნაწილი, ასევე ცეცხლი მოედო რესტორნის საწყობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი, რომელიც დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.