20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
უკიდურესი გაჭირვება და გაურკვეველი მიზეზით მოხსნილი სოციალური დახმარება

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ გურგენიძე პარალიზებულ ცოლს და 9 წლის შვილს  მარტო უვლის და მის ოჯახს ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახისთვის სოციალური დახმარება მოუხსნა. რობერტ გურგენიძე ამბობს, რომ შვილს სათანადო კვებასაც ვერ უზრუნველყოფს. ხშირად მათი ერთადერთი საჭმელი სახლში გამომცხვარი პური და წვნიანია.

მომსახურების სააგენტოში  ფაქტს  ქულების დათვლის ახალი სისტემით ხსნიან. ასევე ადასტურებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა გურგენიძეების ოჯახში არაგეგმიური შემოწმება ჩაატარა და ქონება ხელახლა აღრიცხა.

დაითვლის თუ არა სხვანაირად გურგენიძეების ქონებას ახალი სისტემა და როგორი იქნება მათი გაჭირვების ამსახველი საერთო ქულა, ჯერ უცნობია.

ავტორები:რუსა დათუკიშვილი აკა ჯორბენაძე

დღის ამბები