„თუ ურთმელიძის მიმართ შემოვა რაიმე საჩივარი, რომელიც მოითხოვს, რომ კონკრეტულ გადაცდომას აქვს ადგილი, საბჭო იმსჯელებს" -ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გააკეთა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმეზე მურუსიძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა. მისი თქმით, ის არ იცნობს დეტალურად საქმეს და შესაბამისად უცნობია იმ პრეტენზიებისა და ვადების დარღვევების შესახებ, რომელზეც სამაუწყებლო კომპანია საუბრობს. მურუსიძის თქმით, საბჭო დარღვევებით დაინტერესდება, როგორც კი ადვოკატები საბჭოს ოფიციალურად მიმართავენ.
„თუ ურთმელიძის მიმართ შემოვა რაიმე საჩივარი, რომელიც მოითხოვს, რომ კონკრეტულ გადაცდომას აქვს ადგილი და უნდა დაიწყოს დისციპლინური დევნა, საბჭო იმსჯელებს ამ თემაზე, მაგრამ რეალურად თუ საჩივარი არ იქნა შემოტანილი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საბჭო თავის ინიციატივას ვერ გამოიჩენს. წარმოდგენა არ მაქვს აქ რა ვადებზეა საუბარი. გულწრფელად გეტყვით, რომ არავითარი შეეხება არც შინაარსობრივად და არც საქმესთან დაკავშირებით არ მაქვს. დარღვევებით დავინტერესდები თუ ადვოკატები, რომლებიც ამაზე საუბრობენ ფურცელზე გადაიტანენ ამას,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.