20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
აფეთქების საფრთხე ბათუმში, მაღაზიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

ინციდენტი ბათუმში - მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მილს შეეჯახა. შემთხვევა მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომობილი და გაზის მილიც, რის გამოც ბათუმის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

აფეთქების საფრთხის გამო მიმდებარე ქუჩებიდან და მაღაზიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის მიმდებარე ქუჩებს გამორთული აქვს ელექტროენერგიაც. საერთო ჯამში გათიშულია 15 ათასი აბონენტი. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

ბუნებრივი აირის გამანაწილებელი დანადგარის შეკეთებას სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ. 

 

 

 

დღის ამბები