სოფელ ადიგენში, მუსლიმი თემისთვის გამოყოფილ სასაფლაოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაპირისპირების მიზეზად იქცა, დღეს 18 წლის ლიანა კოჩალიძეს დაკრძალავენ. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ადგილობრივ მუსლიმს ოფიციალურად გამოყოფილ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დაპირისპირების მიზეზად ქცეულ ტერიტორიაზე, სოფელ ადიგენში მცხოვრებლები აღარ დაობენ. შეთანხმება მუსლიმ თემსა და მართლმადიდებლებს შორის მიღწეულია. ორი რელიგიის წარმომადგენელთა საფლავებს ღობე გაყოფს, თუმცა ეს ტერიტორია, ჯერ სასაფლაოდ არ არის გაფორმებული. ის კერძო საკუთრებაა და გამგეობამ მიწა უნდა გამოისყიდოს.