ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს, ტაბიძის ქუჩის ოთხ ნომერში დღეს დილით ოფისის და ოთახების კარი ჩაკეტილი დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით შენობა, რამდენიმე წლის წინ გაიყიდა და ინვესტორმა სოციალურ სამსახურს მისი დაცლა მოსთხოვა. თანამშრომლებმა არ იციან, სად გააგრძელებენ მუშაობას.
სოციალური მომსახურების ცენტრში ამ დროისთვის თანამშრომლები საკუთარ სამუშაო ოთახებში იმყოფებიან, ისინი კაბინეტში ხელმძღვანელებმა რამდენიმე წუთის წინ კურიერის გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ შეიყვანეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლებს მუშაობისთვის არანაირი საჭირო პირობა არ გააჩნიათ.
ტაბიძის 4 ნომერში მდებარე შენობა იქ, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოა განტავსებული, გაყიდულია. შენობის კარზე იყო წარწერა, სადაც ეწერა, რომ სოციალური მომსახურების ცენტრმა წერეთლის გამზირზე გადაინაცვლა. კურიერის გადამღები ჯგუფის მისვლიდან რამდენიმე წუთში ეს წარწერა ჩამოხიეს.
ავტორი: ეკო მაღრაძე