20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
დღეს ჟიული შარტავას 72 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ჟიული შარტავას 72 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთის მთავრობის ყოფილი მეთაურის საფლავზე მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ. მის ხსოვნას პატივი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და თავისუფალმა დემოკრატებმაც მიაგეს. ჟიული შარტავა 1993 წელს რუსმა ოკუპანტებმა და ჩრდილო კავკასიელმა ბოევიკებმა სოხუმის აღების შემდეგ დახვრიტეს.

"მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის დიდი გმირობა რომელიც მან და მისმა თანამებრძოლემბა 27 სექტემბერს ჩაიდინეს, ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული, გათვლილი საკუთარი ქვეყნის მთლიანობისთვის  ჩადენილი თავ განწირვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ესე წასვლა ცხოვრებიდან შეუძლიათ განსაკუთრებულ ადამიანებს როგორიც იყო ჟიული შარტავა“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.    

დღის ამბები