ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი და მოქმედი დირექტორების შეხვედრა 2 კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. პირველი, მოხდეს ეთერის უწყვეტობის უზრუნველყოფა და მეორე, მაესტროს იმ თანამშრომლებს, ვისაც გაჩეჩილაძესთან გასაუბრება სურს, ჰქონდეთ გაჩეჩილაძესთან შეხვედრის საშუალება. ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ მაესტროს უკვე ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააკეთა. მისივე თქმით ლევან გაჩეჩილაძემ მას სთხოვა გონივრული ვადა რათა მოძებნოს შ.პ.ს. სტუდია მაესტროსათვის ახალი შენობა საიდანაც მოხდება მაუწყებლობის გაგრძელება.
” რაზეც შევთანხმდით ლევანთან რის პირველი, ეთერის უწყვეტობა არის პრიორიტეტი ჩვენთვისაც და მისთვისაც. მეორე, მაესტროს თანამშრომლებს ღია ეთერით მივმართავ თუ ვინმეს რომელიმე ჟურნალისტს, გადაცემა უნდა ლევანთან შეხვედრა, რაიმე კითხვის დასმა ან მათთან თანამშრომლობა, მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მას დაელაპარაკონ. რაც შეეხება შენობას მან იცის რომ შენობა არ ეკუთვნის სტუდია მაესტროს და მოითხოვა გონივრული ვადა, იმისათვის რომ შეძლოს სხვა შენობაში გადასვლა რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. აქ ვერ მოხერხდება ლევანის მუშაობა“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძე იძლევა პირობას, რომ იქნება სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა.
“ პირველი რაზეც შევთანხმდით რომ მას აქვს უფლება ცხადია და ჩვენც ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ შეხვდეს თანამშრომლებს და თავის მოსაზრებები მათაც გააცნოს. თანამშრომლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით გააგრძელებენ მასთან თანამშრომლობას მისაღები იქნება მისი პირობები თუ არა. ის ასევე პირობას იძლევა რომ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული. დაახლოებით ერთ თვემდე ჭირდება დრო იმისათვის, რომ გაერკვეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ ვითარებაში“ - აღნიშნა გვენეტაძემ.