ვაშინგტონ პოსტი თბილისში გამართულ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრში 7 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს მთავრობასა და რუსულ ენერგოგიგანტს გაზპრომს შორის მოლაპარაკებების გასაპროტესტებლად. დემონსტრაცის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსული გაზის შეძენა საქართველოს მოსკოვზე დამოკიდებულს გახდის. ავტორი წერს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თავდაპირველად გაზპრომთან მოლაპარაკებებს ამართლებდა და აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს გაზმომარაგების გაზრდა ტექნიკურად არ შეეძლო. მოგვიანებით კი კახა კალაძემ პრობლემა მოგვარებულად გამოაცხადა.
სტატიაში მოყვანილია საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ხალხმა მთავრობას არ დაუჯერა და აიძულა ყველაფერი გაეკეთებინა აზერბაიჯანისგან დამატებითი ბუნებრივი აირის შესაძენად.