20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში უკვე 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში უკვე 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული. უკვე რამდენიმე კვირაა ამოქმედდა პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც უახლესი თაობის მედიკამენტით ჩატარდება. ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მთავრობის მეთაური და შეერთებული შტატების ელჩი შეხვდნენ, სწორედ ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.

დაავადების პრევენციის მიზნით სკრინინგის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებაყოფლობითი სკრინინგი 24 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის აპრილში დაიწყო. პაციენტების ნახევარმა მკურნალობის კურსი უკვე დასრულდა, მათგან 90% კი ვირუსული ინფექციისგან სრულად განიკურნა.

ავტორი:  მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები