ჯარიმები ავტომობილის გაჩერებისთვის - უკვე რამდენიმე დღეა საპატრულო პოლიცია ყველა იმ მძღოლს აჯარიმებს, რომელიც არასწორად არის გაჩერებული, მათ შორის იმ ავტომფლობელებსაც, რომლებსაც ავარიული მაშუქები აქვს ჩართული.
ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. რამდენიმე მძღოლს გამოწერილი ჯარიმა გასაჩივრებული აქვს.
პატრულის ბოლო დროინდელ გააქტიურებას ბიუჯეტის შევსების სურვილს უკავშირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნიათ, რომ სოლიდურ ჯარიმებს ისინი კანონის მოთხოვნების არასწორი ინტერპრეტაციით წერენ. არასამთავრობოები გამკაცრებული ჯარიმების გასაპროტესტებლად მასშტაბური კამპანიის დაწყებას გეგმავენ.
მძღოლებისა და მესამე სექტორის პრეტენზიებს არ იზიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.