კურიერისათვის თავისუფალი დემოკრატების ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დღეს ჩვენმა ჟურნალისტმა ლევან მექვაბიშვილის ოჯახის ახლობლებთან გასაუბრება მოახერხა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის არქივში იძებნება მასალა, რომელიც 2011 წელს არის გადაღებული, მაშინ მექვაბიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ლომბარდების დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს.
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი.
ვინ ესროლა პეტრიაშვილს? - რეპორტაჟი დღეს კურიერში 9 საათზე.