საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტებმა საკუთარი გადაცემის დახურვის გამო დღეს სასამართლოს მიმართა. ეკა მიშველაძე არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემის დახურვის მიზეზებზე პასუხს სამართლებრივი გზით ითხოვს. ჟურნალისტისთვის ამ დრომდე არავის განუმარტავს რატომ დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუ პირველ არხზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურული თოქ-შოუს მედიის განვითარების ფონდის კვლევაში ჯერ არ შესულა, თუმცა მკვლევარები მიშველაძის რუსთავის 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ჟურნალისტის თვალთვალს ეხებოდა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებს.
მედიის განვითარების ფონდის კვლევა 2015 წლის მაგალითზე ჩატარდა. კვლევაში, რუსთავის 2-ის გარდა მოხვდა ტაბულას ჟურნალისტების დაკავების საკითხიც, კონკრეტულად კი თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების თემა, რომელიც გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი