20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მეზობლები თავდასხმაში ბრალდებულ მექვაბიშვილს დადებითად ახასიათებენ

”კურიერი” თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის ყოფილ მეზობლებსაც გაესაუბრა თბილისში.

იცნობდა თუ არა ბრალდებული პეტრიაშვილს მათთვის უცნობია, თუმცა ისინი წარსულში ნასამართლევ მექვაბიშვილს დადებითად ახასიათებენ.

მეზობლები განმარტავენ, რომ ის წარსულში სპორტსმენი იყო და მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, ლევან მექვაბიშვილი დააკავეს, რის შემდეგაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.

თამარ მეფის გამზირზე მდებარე სახლი მექვაბიშვილებმა რამდენიმე წლის წინ გაყიდეს.

დღის ამბები