20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
„დღევანდელი "მაესტროს" საქმე მიუთითებს, რომ ეს არის მწყობრი სტრატეგია "ქართული ოცნების" - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყანაში მედიის თავისუფლება პრიორიტეტია და მაესტროს ირგვლივ მიმდინარე პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება მედიას ქონდეს, ეს არის მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

უმცირესობაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ მთავრობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სწორედ განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იბრძვის და პარალელებს აკეთებენ რუსთავი 2-ის საქმესთან.

„დღევანდელი მაესტროს საქმე, ძალიან კარგად მიუთითებს, რომ ეს არის მწყობრი სტრატეგია ქართული ოცნების, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩაახშოს თავისუფალი მედია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მაესტროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს პოლიტიკურ საკითხბეში პრეზიდენტის მრჩეველიც.

„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების პოზიციები იყოს დაცული, სარედაქციო დამოუკიდებლობა და სარედაქციო ჩაურევლობა იყოს დამოუკიდებელი,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის ახლად დარეგისტრირებულ და ყოფილ დირექტორებს შორის მოლაპარაკებები გუშინ რამდენიმე საათs გაგრძელდა. მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლებთან შეხვედრისა და მაესტროს შეუფერხებელი მაუწყებლობის შესახებ.

დღის ამბები