დაკავებებით დასრულდა მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია - უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან გამართული აქციის დროს სამართალდამცველებმა 5 აქტივისტი დააკავეს.
თავად უკრაინელი მფრინავი შიმშილობას განაგრძობს. ამ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს ევროკავშირი. გავრცელებულ განცხადებაში ევროპა რუსეთს მინსკის შეთანხმებას ახსენებს. შვილის თავისუფლების მოთხოვნით საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს დაკავებულის დედაც.
სავჩენკოს სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, დღეს კი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში – მათ შორის თბილისში – მისი მხარდამჭერების აქცია იგეგმება.
თბილისში აქცია სოციალური ქსელით იგეგმება და ის დღეს ღამით 12 საათზე, რუსეთის საელჩოსთან გაიმართება.