20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ლევან გაჩეჩილაძე შენობის შესახებ მაკა ასათიანთან მოლაპარაკებას გეგმავს

გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ, ტელეკომპანია მაესტროში სიმშვიდეა.

არხის ახალი გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩიალძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი აცხადებს, რომ გაჩეჩილაძე შენობასთან დაკავშორებით, მოლაპარაკების წარმოებას გეგმავს სტუდია მაესტროს აქციების 25 პროცენტიანი წილის მფლობელთან მაკა ასათიანთან.

„მისი გეგმა არის, რომ გამოიტანოს გადახდისუნარობის საქმის წარმოების განცხადება. შესაბამისად, იგი ინტენსიურ რეჟიმში აპირებს ამ კუთხით მუშაობას. მოხდება ლევან გაჩერჩილაძის მიერ მოლაპარაკების წარმოება მაკა ასათიანთან. ის არის 25 პროცენტიანი წილის მფლობელი და მის ინეტრესებშიც არის, რომ მაესტრომ განაგრძოს ფუნქციონირება. აქედან გამომდიანრე, ვვარაუდობთ, რომ მასთან მოლაპარკაება იქნება შედეგიანი დ მოხდება იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება,“ - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი.

ტელეკომპანია მაესტრო დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები