20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
„ვიცი მაკას პოზიცია, კოტეს პოზიციაც, ისინი არ აპირებენ იჯარით გადასცენ შენობა ლევანს," - ბაია გადაბაძე

„ვიცი მაკას პოზიცია, კოტეს პოზიციაც. ისინი არ აპირებენ, რომ იჯარით გადასცენ შენობა ლევანს და მის შპს-ს,“ - ეს განცხადება მაესტროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბაია გადაბაძემ, ლევან გაჩეჩილაძის მიერ მაკა ასათიანისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

გადაბაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ მაკა ასათიანს შენობის იჯარის კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„ჩვენ ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წამომავლობა. არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება, არც გუშინ და არც მანამდე. მე არ მიმიღია მისგან კონკრეტული წინადადება, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც როგორი მომხიბვლელი წინადადებაც არ უნდა მიივღო მისგან, სამწუხაროდ ვერ დავთანხმდები,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები