20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მეტი ქალი პარლამენტში - დღეს ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით დღეს აქცია პერფორმანსი გაიმართება თბილისში, პარლამენტის შენობასთან. ქალთა მოძრაობის წევრი ორგანიზაციები დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბებიან. მათ შორის მთავარი არის მოთხოვნა - მეტი ქალი პარლამენტში.

აქცია ზუსტად 4 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს იმ კანონპროეტის მხარდაჭერა, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში და რომელიც ითვალისწინებს პარლამენტში, გენდერული კვოტების მინიჭებას.

„ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს წარმომადგენლობითი ორგანო,“ - განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ.

დღევანდელ აქციაზე შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც გადაეცემა იმ ქალბატონებს, როლებიც არიან ოჯხში ძალადობის მსხვერპლები. 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები