20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
"იმედის" დირექტორი პირადად ურეკავს "მაესტროს" თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს" - ბაია გადაბაძე

მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომოპანია იმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, პირადად ურეკავს მაესტროს თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს.

გადაბაძის თქმით, საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს დაუკავშირდნენ. 

ასვევე, გადაბაძის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას თანაშემწე, ტელეკომპანია იმედის მმართველი კომპანიის სელფორდ ჯორჯიას ხელმძღვანელს ირაკლი რუხაძეს ხვდება.

"ალბათ, რადგან მე ვუთხარი ლევანს, რომ აქ შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხდებოდა, შესაძლოა ბახტურიძემ გადაწყვიტა, ვითომ, კეთილშობილურად მოქცეულიყო, როგორც კეთილისმსურველი, რაც ძალიან ამაზრზენია. ეს არის უგუნური და არაკოლეგიალური საქციელი და სცდება ურთიერთობის ყველა ფორმას. როგორც ჩანს, ის არ ერიდება ღიად მოქმედებას და გეგმავენ შეთქმულების თეორიებს მაესტროს წინააღმდეგ. ამასობაში ყველას გამოგვრჩა ირაკლი რუხაძე, რომელიც კონკურენტი არხის დაფინანსებას აპირებს, როგორც გოგა ხაინდრავამ თქვა "ამერიკული ფულით" და ახლა ხვდება გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას თანაშემწეს. სინამდვილეში ისინი გეგმავენ შეთქმულების თეორიებს მაესტროს წინააღმდეგ. მათ სინამდვილეში უნდათ მაესტროს ჩაძირვა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას. 

 

 

დღის ამბები