ჯონ კერი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და მისი უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინელი პილოტის პატიმრობის გამო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვს საერთაშორისო სტანდარტებისა და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ჯონ კერი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც და აცხადებს, რომ ოც თვიანი პატიმრობის პერიოდში ნადეჟდა სავჩენკოს აიძულებდნენ გაევლო ფსიქიატრიული შემოწმება და ის სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, რაც ჯონ კერის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა.