ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია. ამის შესახებ რუსთავი 2-ს იუნა შაფათავამ განუცხადა.
მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
შაფათავას თქმით, მან საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„კარგია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია“, - განუცხადა შაფათავამ რუსთავი 2-ს.
მან განაცხადა, რომ ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა.