მეტი ქალი პარლამენტში! - ქალთა უფლებების დასაცავად რუსთაველის გამზირზე მსვლელობა და პარლამენტის წინ აქცია გაიმართა.
აქციაში, რომლის სახელწოდებაა "#პოლიტიკაShe", 100-ზე მეტი პირი მონაწილეობს.
აქციის ორგანიზატორები პოლიტიკაში მეტი ქალის მოსვლას და პარლამენტში ქალთა კვოტების გაზრდას მოითხოვენ. მათ თან ჰქონდათ პლაკატები, რომლითაც ქალთა შრომითი და სხვა სახის უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.
აქციაზე ქალთა უფლებების დამცველი სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია და სხვა წევრები იმყოფებოდნენ.