02 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია დაკავებებით დასრულდა

მოსკოვში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია დაკავებებით დასრულდა. ცოტა ხნის წინ ტრიუმფალურ მოედანზე პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა.

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს დილიდან კიევში. უკრაინელები თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

მომიტინგეებმა ვლადიმერ პუტინის სახელზე პეტიციაც მოაზადეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტისაგან სავჩენკოსთან ერთად ყველა უკრაინელი ტყვეს გატავისუფლებას მოითხოვენ.

რამდენიმე სახალხო დეპუტატმა საელჩოს ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა და პეტიცია საელჩოს თანამშრომლებს გადასცა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან კამუფლაჟში გამოწყობილი დაუდგენელი პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც საელჩოსთან საბურავები მიიტანეს. თუმცა, მათივე ინფორმაციით, აქცია ამ დროისთვის მშვიდობიანად მიმდინარეობს.

დღის ამბები