20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ქუთაისში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი აქცია მოეწყო

გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერი აქცია მოეწყო დღეს ქუთაისში. აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები ქალებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებდნენ.

“დღევანდელი აქცია იმართება იმისთვის, რომ დღეს 8 მარტია, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. დღეს ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქალის უფლება, განურჩევლად მისი რასისა, წარმომავლობისა, იყოს დაცული,“ - განაცხადა გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელმა, ქეთი ბერძენიშვილმა.

აქციის ორგანიზატორის, აკაკი საღინძის, თქმით, აქციის კონკრეტული მიზანი არის ქალთა პოლიტიკური მხარდაჭერა.      

დღის ამბები