20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რუსი ჟურნალისტები გადაცემას ამზადებენ

საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რუსი ჟურნალისტები გადაცემას ამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთიდან საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის შვიდკაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია.

საოჯახო გადაცემის ჟურნალისტები სამ სიუჟეტს ამზადებენ: თბილისის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ქართული არქიტექტურის შესახებ.

პრეს-ტურის ფარგლებში მისი მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს ეწვივნენ.

“საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სხვადასხვა გადაცემების და პრეს-ტურების მოწვევას საქართველოში. დღეს საქართველოში იმყოფება 7-კაციანი გადამღები ჯგუფი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული არხიდან, რომლებიც სამ სხვადასხვა გადაცემას მიუძღვნიან საქართველოში მოგზაურობას.  დსთ-ს და რუსეთის ფედერაციის 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ნახავს საქართველოს შესახებ ჩაწერილ გადაცემებს,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.    

დღის ამბები