02 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

მსოფლიოს დედაქალაქები და მათ შორის თბილისი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ხვალ მოსკოვში უკრაინელი მფრინავის ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.

დაკავებებით დასრულდა ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია რუსეთში, სადაც სამართალდამცველებმა 30–ზე მეტი ადამიანია დააპატიმრეს.

უკრაინელი სამხედრო მფრინავის გათავისუფლებს ითხოვს ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. ჯონ კერიმ მოსკოვი დღეს საერთაშორისო სტანდარტებისა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

თბილისში რუსეთის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაზე რამდენიმე გზავნილის გაკეთებას მსოფლიო თანამეგობრობისთვის და მოსკოვისთვის აპირებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება ბათუმშიც.

 

 

ავტორი: დავით კაკულია 

დღის ამბები