სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ნადია სავჩენკოს აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ირაკლი ტაბლიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველომ ამისთვის ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.
მიუხედავდ იმისა, რომ უკრაინის რადას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრი დევნასა და დაპატიმრებას არ ექვემდებარება, ნადია სავჩენკო უკვე თითქმის 2 წელია, რუსეთის ციხეში ზის. ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ სავჩენკოს გათავისუფლებას ხელი ყველა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც, უნდა შეუწყოს.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ფიქრობს, საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება ხდება, რადგან ქართულ საზოგადოებას რუსეთის ციხიდან ადამიანის დახსნის რესურსი არა აქვს, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვას ემხრობა.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სავჩენკოს მხარდაჭერით საქართველო არჩევანს ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის აკეთებს.
ავტორი: სოფო ზურაბიანი