20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ქალთა მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტების განსაზღვრას ითხოვენ

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატებს დღეს საპროტესტო აქციით მოუწოდეს. ქალთა მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტების განსაზღვრას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ქალებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ამ მოთხოვნით აქცია საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა.

ქალთა მოძრაობის წევრები კანონმდებლებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტებს პროპორციულ სიებში ყოველ მეორე ადგილას ქალის შეყვანას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს , რომ 150 მანდატიდან 38-ს ადგილს ქალი დეპუტატები დაიკავებენ.

დღეს აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობის კიბეებზე დეპუტატების ფოტოებით სპეციალური ყუთებიც დაალაგეს, სადაც მონაწილეებმა თითოეულ დეპუტატს პირადად მოუწოდეს გენდერული კვოტირების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ.

"მეტი ქალი პოლიტიკაში"  მხარდამჭერებმა ყველაზე მეტი წერილი დავით უსუფაშვილს, გოგი თოფაძეს და სოსო ჯაჭვლიანს გაუგზავნეს.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები