20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
სადაო მიწა - ზურაბ სეიდიშვილი საკუთარი მიწის ფლობის დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით სასჯელს იხდის

უკვე ორი წელია, ზურაბ სეიდიშვილი დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით სასჯელს იხდის. თუმცა მიწა, რომლის უკანონოდ გაფორმებასაც ხელვაჩაურში მცხოვრებს გამოძიება ედავება, საუკუნეზე მეტია, მის ოჯახს ეკუთვნის.

ამავე ბრალდებით სამართალდამცველებმა კიდევ 5 პირი დააკავეს. თუმცა, ისინი მალევე გაათავისუფლეს და სამსახურშიც აღადგინეს.

მსჯავრდებულის ოჯახი სეიდიშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

საბუთი, რომლითაც ხელვაჩაურში მცხოვრები სეიდიშვილების ოჯახი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, 1909 წლით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, მიწა, რომლის გამოც ზურაბ სეიდიშვილი უკვე ორ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება, მათი საკუთრებაა.

უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომლებს სეიდიშვილის საქმეზე საუბარი არ სურთ. დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ზურაბ სეიდიშვილს კი, სასჯელის მოხდამდე კიდევ 4 წელი დარჩა.

 

 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები