20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ დამკვეთებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავდეთ

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, თქმით, მის წინააღმდეგ განხორციელებული საქმის გამოძიება არის "ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ღირსების საქმე".

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და არც ის გამორიცხა, რომ საქმის დამკვეთებს, შესაძლოა, ხელისუფლებაში მფარველები ჰყავდეთ. 

“სავსებით შესაძლებელია, რომ დამკვეთებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავდეთ. მაგრამ უბრალოდ მე უნდა ვთქვა, რომ თუ ამ ქვეყანაში ვინმეს სჭირდება თავისუფალი დემოკრატის ალექსი პეტრიაშვილის, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მიმართ განხორციელებული სასიკვდილო მცდელობის და თავდასხმის გახსნა, პირველ რიგში ეს არის საქართველოს ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმე და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ღირსების საქმე,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

დღის ამბები