20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
თავისუფლება ნადია სავჩენკოს! - აქცია რუსეთის საელჩოსთან

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში, რუსეთის საელჩოსთან.  სოლიდარობის აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. 

აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო, რომელიც უკვე წელზე მეტია, დაკავებულია და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები ნადია სავჩენკოს სურათებით არიან მისულები.

თბილისში მიმდინარე აქციას თამარ ჩერგოლეიშვილიც ესწრება.

ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები 9 მარტს არის დაგეგმილი. 

დღის ამბები