02 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თარხან ბათირაშვილი სირიაში მოკლეს

რამდენიმე წუთის წინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ISIS-ის მებრძოლი თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი მოკლეს. CNN-ის ინფორმაციით ალშიშანი სავარაუდოდ სირიაში ალშადადის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. 

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მედიამ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელა. 

კურიერი ინფორმაციის გადამოწმებას პანკისის ხეობაში ცდილობს, სადაც თარხან ბათირაშვილის მამა ცხოვრობს. 

 

დღის ამბები