02 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის მოკვლის ფაქტს არ ადასტურებენ

პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის მოკვლის ფაქტს არ ადასტურებენ. განცხადებები მათ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთეს. 

ომარ ალ შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა მისი მამა. 

როგორც ადგილობრივებმა კურიერთან განაცხადეს, ბათირაშვილი ოჯახს უკვე თვეზე მეტია არ შეხმიანებია და არ იციან სად იმყოფება და როგორ არის. თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა. იგი სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა წლების წინ მან საქართველო დატოვა და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა.

გეტყვით რომ ინფორმაცია ISIS-ის მებრძოლის ომარ ალშიშანის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ CNN-მა გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ალშიშანი ამერიკელთა ავიაიერიშებს ალშადადის პროვინციაში ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები