02 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
უკრაინელი მფრივანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრივანის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა გუშინ საღამოს თბილისში.

რუსეთის საელჩოსთან ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. მათ ამ ფორმით სავჩენკოს თითქმის ორ წლიანი პატიმრობა გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. 

უკრაინელი მფრივანის მხარდამჭერი აქცია დღეს ბათუმშიც იგეგმება.

დღის ამბები