ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე. ადგილზე გაკეთებულია სპეციალური ბანერი, სადაც დატანილია სავჩენკოს ფოტოები და ასევე მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს უკრაინელი მფრინავის გათავისუფლება.
თავისუფლების მოედანზე ასევე არიან შეკრებილი პოლიტიკოსები, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები.
ისინი სპეციალური დეკლარაციის ტექსტს ავრცელებენ, სადაც საუბარია, რომ უნდა მოხდეს სავჩენკოს გათავისუფლების საკითხის მხარდაჭერა, ისინი ასევე მოუწოდებენ პარლამენტის ყველა ფრაქციის თავმჯდომარეს, რომ ხელი მოაწერონ ამ დეკლარაციას, რომელიც ქართული მხარის მხარდაჭერას გამოხატავს. პარლამენტის პოზიცია კი გაიგზავნება საერთაშორისო თანამეგობრობაში
„ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის და უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებით, მთელ მსოფლიოში 9 მარტს გაიმართება მისი მხარდამჭერი აქციები, საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები უცხადებენ ერთმნიშვენლოვან მხარდაჭერას ნადეჟდა სავჩენკოს, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიო ლიდერებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ გაათავისუფლონ უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა.
აქციაზე იმყოფება საპარლამეტნო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ეკატერინე ხერხეულიძე.
„საქართველოს ხელისფლუება ყრუ და ბრმაა სავჩენკოს თავგანწირვის მიმართ,“ - განაცხადა ეკატრიენ ხერხეულიძემ.
მან საქართველოს ხელისუფლაბას მოუწოდა, დაგმოს პუტინის „ველური პოლიტიკა.“