02 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" ჟურნლისტებს შეხვედრას სთავაზობს

მაესტროს ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დღეს შეხვედრას სთავაზობს. 

მისი თქმით, ის თანამშრომლებს საღამოს 9 საათზე საკუთარ  სახლში, ქობულეთის 26 ნომერში ელოდება. 

უცნობია რაზე აპირებს საუბარს ტელეკომპანიის ახალი დირექტორი. მისი თქმით, მას სურს თანამშრომლებს კამერების გარეშე დაელაპარაკოს.

ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს მომავალზე არ საუბრობს. ის კონკრეტულ კითხვებს ტელეკომპანიის გარშემო არ პასუხობს. 

დღის ამბები